Tuesday, August 9, 2011

ჩვენი სოფლის იუმორი


1.პროექტის სახელი: ჩვენი სოფლის იუმორი
2.პროექტის მოკლე აღწერა:მონაწილეები იკვლევენ იუმორის წარმოშობის ისტორიას .მოიძიებენ მასალას ლიტერატურული თუ რეალური ცხოვრებიდან  .აგროვებენ სოფელში გავრცელებული იუმორის ნიმუშებს.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები წაიკითხავენ მხატვრული ლიტერატურის იმ ნიმუშებს, რომლებშიც იუმორი ჭარბობს . მოიძიებენ სოფელში გავრცელებულ იუმორისტულ გამონათქვამებს. ნახავენ ქართულ მხატვრულ ფილმებს,რომლებშიც ჭარბობს იუმორი; კერძოდ:,,დაკარგული სამოთხე“, ,,უდიპლომო სასიძო“.ერთში უნდა გამოკვეთონ ცრემლნარევი იუმორის სიჭარბე, მეორეში კი ხალასი იუმორი.ისაუბრებენ  მათ მსგავსება-განსხვავებაზე. წაიკითხავენ ნოდარ დუმბაძის და დავით კლდიაშვილის მოთხრობებს. შეადარებენ ერთმანეთს გურულ და იმერულ იუმორს და ისაუბრებენ მათ დანიშნულებაზე.
4.მონაწილეთა ასაკი/ კლასები: 14-15 წ.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 6თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, ჩაწერა, შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია სკოლაში და განხილვა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც  შეიძლება შეიქმნას.; შეიქმნება ბლოგი ,სადაც განთავსდება საინტერესო მასალა იუმორის შესახებ.
8.სასარგებლო სხვებისთვის: მოსწავლეები შეიტყობენ  თუ რა არის იუმორი, როგორ ეხმარება იგი ადამიანს ცხოვრების წინსვლაში .განსაკუთრებით ,გურული იუმორის  სილაღეს.
9.სამუშაო ენა:ქართული 10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სხვა სკოლიდან : პროექტში ჩაერთო ხელოვნების და მუსიკის მასწავლებლები.
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ქეთევან გორდელაძე, .
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:;

Monday, August 8, 2011

გაზაფხულია ჩემს ქვეყანაში. ქეთევან გორდელაძე

გაზაფხულო ,გაზაფხულო , რა კარგი ხარ, რა კარგი.


ბუჩქის ძირას ამოსულა ,
ლურჯთვალება  ია,
მორცხვად, ჩუმად ამომხედავს,
ცახცახებს და თრთოლავს.